ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას რესტავრაცია ჩაუტარდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და ფონდ “ქართუს” დაფინანსებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში (ხრამის ხეობა, მირტაშენის დაბლობი) წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეკლესიის დიდი ნაწილი დაზიანებული იყო. დანგრეული იყო კამარა, კონქი, კედლების დიდი ნაწილი. შემოცლილი იყო კარნიზი, კედლები შიგნიდან და გარედან დაფარული იყო ნანგრევებით.

სამუშაოები ჩატარდა არქიტექტორის ზედამხედველობის ქვეშ.
ეკლესია აღდგა სუფთად თლილი ბაზალტის ქვით, ასევე ავთენტური ქვები მაქსიმალურად იქნა გამოყენებული;
აღდგა კონქი და კამარა შაბლონების მიხედვით.;
გაიწმინდა ფასადები სამშენებლო მასალისგან და შეივსო გამორეცხილი ადგილები კირ-დუღაბის ხსნარით;
ტაძარი გადაიხურა თუნუქით, ლორფინის იმიტაციით.

ინტერიერში შესრულებული სამუშაოები:

იატაკზე დაიგო დახერხილი ბაზალტის ქვები;
ამბიონი მოეწყო მასიური ქვისგან;
ჩაისვა რკინის კარები.

შემსრულებელია შპს „ბიჯი+ “; არქ-რესტავრატორი – ქეთევან ჩიხაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები