ქეთევან ციხელაშვილი: სამშვიდობო პოლიტიკა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, არც რუსეთის წინააღმდეგ

0

სამშვიდობო პოლიტიკა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, არც რუსეთის წინააღმდეგ, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

როგორც ჟურნალისტებს ციხელაშვილმა სხდომის შემდეგ განუცხადა, გაზრდილი ბარიკადების მიუხედავად, ბარიკადების მიღმა მცხოვრები საზოგადოებისგან ჩართულობისა და შერიგების პოლიტიკის მიმართ წინაპირობები და დაინტერესება არის.

“მათი მხრიდან დაინტერესება მაღალია. შეხვედრაზე კონკრეტულ მონაცემებსა და პროექტებზე ვისაუბრეთ, რა წინაპირობები არსებობს. ეს ყველაფერი იმედს მაძლევს, რომ მომავალში, სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანად განხორციელებას შევძლებთ იმ პირობებში, თუ რუსეთის მხრიდან რისკებისა და საფრთხეების ნიველირება მოხდება. სამშვიდობო პოლიტიკა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, არც რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტები რუსეთის წინააღმდეგ კი არ არის მიმართული, ეს არის საქართველოში, გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადამიანების საკეთილდღეოდ მიმართული”, – განაცხადა ციხელაშვილმა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილს დახურულ რეჟიმში დღეს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოუსმინეს.

მინისტრმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დახურულ ფორმატში დეპუტატებს მიაწოდა ინფორმაცია, რა ხდება გამყოფი ხაზების გასწვრივ სოფლებში და რას აკეთებს სახელმწიფო 116 სოფელში 50 ათასი ადამიანის დახმარებისთვის.

კომენტარები

კომენტარი