დამოუკიდებელი დეპუტატები პარლამენტში მაია ცქიტიშვილსა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” დირექტორს იბარებენ
საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან კობერიძე, კოლეგებთან – ლევან გოგიჩაიშვილთან და კობა ნარჩემაშვილთან ერთად, საქართველოს ვიცე-პრემიერს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილსა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გენერალურ დირექტორს, ლევან ახვლედიანს იწვევს პარლამენტში ღია ფორმატის შეხვედრაზე დასასწრებად.
როგორც “კვირას” საკანონმდებლო ორგანოდან აცნობეს, დეპუტატების აზრით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე, აღნიშნული შეხვედრა საშუალებას მისცემს ყველა მხარეს ღიად ისაუბროს ანაკლიის პორტის თემაზე, რათა საზოგადოებამ მიიღოს ამომწურავი პასუხები და გაიგოს ორივე მხარის პოზიცია.