ვახტანგ მახარობლიშვილი სუამ-ის გენერალურ მდივანს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, სუამ-ის ეროვნულმა კოორდინატორმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია სუამ-ის გენერალურ მდივანთან, ალთაი ეფენდიევთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორგანიზაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული ძირითადი საკითხები, მათ შორის პოლიტიკური, დარგობრივი და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სუამ-ის სატრანსპორტო და სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების მიზნით პროექტების და ინიციატივების განხორციელების აუცილებლობაზე.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს 2019 წელს, სუამ-ში უკრაინის თავმჯდომარეობის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე.