ისლანდიელი მხატვრების გამოფენა მიმდინარეობს

თბილისის ისტორიის მუზეუმში, პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა“ ფარგლებში,  გამოფენას „Nasasjón” მიმდინარეობს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენაში მონაწილეობს ექვსი ისლანდიელი მხატვარი: ინგოლფურ არნარსონი, ივარ ვალგარდსონი, კრისტინ გ. ჰარდარსონი, სოლვეიგ ადალსტეინსდოტირი, რადჰილდურ ინგადოტირი და თიუმი მაგნუსონი. ყველა მხატვარი ერთსა და იმავე თაობას ეკუთვნის, რომელიც 1954-1959 წლებში დაიბადა.
გამოფენა პირველად მომზადდა გალერეა Olschewski & Behm-ისთვის (ახლა Kim Behm გალერეა), და გაიმართა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე 2011 წელს, როდესაც ისლანდია სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგა; 2014 წელს, გამოფენა ახალი ნამუშევრებით იყო წარმოდგენილი გალერეა Peacock Visual Arts-ში (აბერდინი, შოტლანდია); 2017 წელს კი გერამანიაში, Städtische Galerie Speyer-ში.
გამოფენის კურატორები არიან – რილდჰილდურ ინგადოტირი და თიუმი მაგნუსონი.
გამოფენა  12 ნოემბრის ჩათვლით გასტანს.
მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები