საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი, რუსეთი და ჩინეთია

0

2019 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.7 პროცენტი შეადგინა.
ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 293.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი(1 032.5 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (772.4 მლნ. აშშ დოლარი).
საქსტატის მონაცემებით უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედიან: აზერბაიჯანი (754 855.6 ათასი დოლარი), სომხეთი (464 137.2 ათასი დოლარი), უკრაინა (463 182.3), აშშ (9393 598.5 ათასი დოლარი) გერმანია (356 040.7 ათასი დოლარი) რუმინეთი (303 471.6 ათასი დოლარი ) და ბულგარეთი (294 956.6 ათასი დოლარი).

კომენტარები

კომენტარი