ექსპორტი 11%-ით გაიზარდა, იმპორტი 3.3%-ით შემცირდა – საქსტატის სტატისტიკა

0

საქსტატმა 2019 წლის 9 თვის საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 193.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.5 პროცენტით მეტია.

ექსპორტი 11,1 %-ით გაიზარდა და 2 719.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 3,3 %-ით შემცირდა და 6 474.5 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში 3 755.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტია. ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.6 პროცენტით გაიზარდა და 1 690.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი