საქსტატი – ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი 16,3 %-ით გაიზარდა

0

2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში 620.1 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც 16.3 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2 287.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.6 პროცენტით ჩამორჩება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 27.9 პროცენტით განისაზღვრა.

რაც შეეხება დსთ-ს ქვეყნებს, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 1 430.9 მლნ. აშშ დოლარის საქონელი, რაც 23.2 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 52.6 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობა 1 704.7 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა (12.4 პროცენტით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 26.3 პროცენტია. სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 3 135.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა,რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.9 პროცენტით მეტია. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს 2019 წლის იანვარ-სექტემბერში მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 7.3 პროცენტი იყო.

კომენტარები

კომენტარი