ხანძარი ხულოში – დაიწვა ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი (ფოტო)

ხულოში ორსართულიანი სახლი დაიწვა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯეჯერობით უცნობია.  როგორც ადგილიდან “რეგიონული კვირას” კორესპონდენტი იუწყება,  შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხულოს მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სახლში წლებია არავინ ცხოვრობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ადგილზე სამი სამაშველო ჯგუფი იმყოფება. ხანძარი ლიკვიდირებულია, ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები