სამართალდამცველებმა გიგი წერეთელს სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზთან მისვლის უფლება მისცეს

ამ წუთების ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და საქართველოს პარლამენტის წევრი გიგი წერეთელი სამართალდამცველებთან ერთად სოფელ ატოცისკენ მიემართება. როგორც მან შაქშაქეთის ბლოკსაგუშაგოსთან ჟურნალისტებს განუცხადა, ის მივა საოკუპაციო ზოლთან და უშუალოდ ადგილზე ნახავს, რუსული საოკუპაციო ჯარის მიერ უკანონო ბორდერიზაციის შედეგებს.

“ეს არის უკანონო და რა თქმა უნდა, დანაშაულებრივი ქმედებები, რასაც ბორდერიზაცია წარმოადგენს. აქ ხდება პერიოდულად ბოძების ჩასმა, შემდეგ მავთულხლართების გავლება. მე ვფიქრობ, რომ ამ პროცესს, რომელსაც უცბათ ვერავინ ვერ გადაწყვეტს, სჭირდება ძალიან დიდი აქტიურობა, ძალიან სერიოზული ზეწოლა. მე ამ შემთხვევაში ვარ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი. მომავალ კვირას მექნება ძალიან ბევრი შეხვედრა ევროპაში ლიდერებთან და ვაპირებ, რომ ამ საკითხებზე ძალიან ბევრი ვისაუბრო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან ვაქტიურობთ ეუთოში, ბევრი რეზოლუცია არსებობს ევროკავშირის ბროკერობით, რომელსაც რუსეთი არ ასრულებს და ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. რუსეთს აქვს ვალდებულება შეასრულოს ეს და საპირისპირო ხდება. ხდება უკანონოდ ამ საზღვრის გავლება. მე მინდა, რომ ვნახო ადგილზე რა ხდება და გავესაუბრო ჩვენი პოლიციის წარმომადგენლებს”, – თქვა გიგი წერეთელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები