მიხეილ ქუმსიშვილი: “ლეიბორისტული პარტია” აზარტული თამაშების წინააღმდეგ კამპანიას აგრძელებს

“ლეიბორისტული პარტია” აზარტული თამაშების წინააღმდეგ კამპანიას აგრძელებს,- ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელმა, მიხეილ ქუმსიშვილმა განაცხადა.

“ჩვენი ორგანიზაცია აგრძელებს და აქტიურ ფაზაში გადაგვყავს კამპანია აზარტული თამაშების წინააღმდეგ, რადგან ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა ჩვენს ქვეყანაში. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აზარტული თამაშების რეკლამირება აიკრძალოს,” – აღნიშნა ქუმსიშვილმა.

აქციის მონაწილე, გოგა ფოლადაშვილი რეგულაციების გამკაცრებას ითხოვს.

“რეკლამირება უნდა აიკრძალოს და კონტროლი გამკაცრდეს. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს შესაბამის ოფისებში მისვლით და არავითარ შემთხვევაში არ მოხდეს ონლაინ. ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი თამაშობს აზარტულ თამაშებს, ამიტომ აუცილებელია ამ სფეროს რეგულაცია,” – განმარტა ფოლადაშვილმა.

პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა დღეს აქცია-პერფორმანსი გამართეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები