პრემიერი: საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ არის მიმართული არავის წინააღმდეგ, ის მიმართულია ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისკენ

“საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ არის მიმართული არავის წინააღმდეგ,ის მიმართულია ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისკენ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დიმიტრი მედვედევის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
​მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის პოზიცია, რომელსაც სახელმწიფო აფიქსირებს საერთაშორისო პარტნიორების წინაშეც და მათთან ერთად ახდენს ამ პოზიციის დეკლარირებას.
„საერთაშორისო საზოგადოების გააქტიურება ჩვენი ქვეყნისთვის არის ყოველთვის მნიშვნელოვანი. ეს არ არის ახალი და მსგავსი განცხადებები პირველად არ მოგვისმენია. ამ განცხადებების საპასუხოდ ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ არის არავის წინააღმდეგ მიმართული. საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის მიმართული ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისკენ. ის არავის არ ემუქრება. ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელსაც ვაფიქსირებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშეც და მათთან ერთად ვახდენთ ამ პოზიციის დეკლარირებას,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები