გიორგი ქობულია: ჩვენ შეიძლება ავაშენოთ ანაკლიის პროექტი, მაგრამ შემდეგ აღმოვაჩინოთ, რომ ტვირთები არ მოდის

„ჩვენ რა თქმა უნდა შეგვიძლია ავაშენოთ ანაკლიის პროექტი, მაგრამ შემდეგ აღმოვაჩინოთ, რომ ტვირთები არ მოდის”, – განაცხადა ტვ „პირველის“ ეთერში ეკონომიკის ყოფილმა, მინისტრმა გიორგი ქობულიამ.
​მისი თქმით, პროექტი არ არის ის გასაღები, რომელიც ამ ტვირთებს მოიზიდავს და გახსნის.
„მოდით, სიმართლეს შევხედოთ თვალებში და ძალიან კარგად იციან ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მაგრამ, ამის გამბედაობა არ ყოფნით რომ ეს თქვან. მათ ეს უნდა თქვან, მე მოვუწოდებ მათ ამისკენ. არა მარტო ამ საკითხში, არამედ ბევრ სხვა საკითხში. მეტი გამბედაობა სჭირდებათ. მეტი ლიდერობა სჭირდებათ ასეთ საკითხებში. ყველაფერს უნდა დაარქვან თავისი სახელი, რაც ჰქვია და არ ილაპარაკონ რომ ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, ეს უნდა გაკეთდეს, უნდა აშენდეს და ა.შ. ანაკლიის პროექტზე ხელისუფლებამ მართალი უნდა უთხრას ხალხს. ხელისუფლება ხვდება, რომ რაღაც შეცდომა დაუშვეს, როდესაც ეს პროექტი გამოაცხადეს, კონსტიტუციაში ჩაწერეს და ა.შ. ეს შეცდომა იყო, და ხელისუფლებამ ეს უნდა აღიაროს. რა მოხდა რომ აღიარონ. ხელისუფლებას არ სჭირდება ეს რომ ჩაშალოს. კონსორციუმს ეს ისედაც არ გამოუვა. რუსეთს არ აწყობს ეს პროექტი, მასე შეიძლება ბევრი რამ არ აწყობდეს. მაგრამ ასეთი ლაპარაკი არ ვარგა, ჩვენ ხომ არ ვართ დამოკიდებული ვინ რას იტყვის. არ მოაქვს ამ პროექტს იმხელა შედეგები, რაც შეიძლება მოიტანოს ამხელა ინვესტირებამ“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები