ასპინძასა და ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრები აშენდება

საქართველოს მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს რეგიონული განვითარების ფონდიდან 5 300 000 ლარი გამოუყო. თანხა იმ იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობის დაწყებას მოხმარდება, რომელთა სატენდერო დოკუმენტაციაც მზადაა ან დასრულების პროცესშია.

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, წელსვე დაიწყება იუსტიციის სახლების მშენებლობა წყალტუბოში, სამტრედიასა და ხაშურში. ამავე თანხით ექვსი საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება.

„დედოფლისწყაროში, ვანში, ასპინძაში, ჩოხატაურში, ბაღდათსა და ნინოწმინდაში გამოვაცხადებთ საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობის ტენდერებს, რასაც ვერ ვაკეთებდით აქამდე, რადგან წელს მშენებლობებისთვის გათვალისწინებული თანხა გვქონდა ათვისებული“, − აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მინისტრის განცხადებით, მთავრობის მიზანია, რომ საქართველოს ყველა მუნიციპალურ ცენტრში ფუნქციონირებდეს იუსტიციის სახლი ან საზოგადოებრივი ცენტრი.

საქართველოს მასშტაბით უკვე გახსნილია 23 იუსტიციის სახლი და 66 საზოგადოებრივი ცენტრი. მათ შორის სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით შვიდი საზოგადოებრივი ცენტრი და სამი იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს:

საზოგადოებრივი ცენტრები:

აწყური – ახალციხის მუნიციპალიტეტი, ფუნქციონირებს 2018 წლის 9 ივლისიდან;

ვალე – ახალციხის მუნიციპალიტეტი, ფუნქციონირებს 2016 წლის 25 სექტემბრიდან;

ბარალეთი – ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, ფუნქციონირებს 2016 წლის 4 ნოემბრიდან;

კუმურდო – ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, ფუნქციონირებს 2016 წლის 14 ნოემბრიდან;

ფოკა – ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი, ფუნქციონირებს 2013 წლის 1 ივლისიდან;

ბაკურიანი – ბორჯომის მუნიციპალიტეტი, ფუნქციონირებს 2017 წლის 5 ოქტომბრიდან;

ადიგენი – ადიგენის მუნიციპალიტეტი, ფუნქციონირებს 2019 წლის 15 იანვრიდან

იუსტიცის სახლები:

ახალციხე – ახალციხის მუნიციპალიტეტი, ფუნქციონირებს 2012 წლის 9 აგვისტოდან;

ახალქალაქი – ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, ფუნქციონირებს 2018 წლის 18 ოქტომბრიდან;

ბორჯომი – ბორჯომის მუნიციპალიტეტი, ფუნქციონირებს 2016 წლის 4 ივნისიდან;

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები