მერიის ორგანიზებით, ახალციხეში ქართველი მომღერლების კონცერტი გაიმართება

ახალციხეში ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლების კონცერტი დაიგეგმა. 23 ოქტომბერს, 18:00 საათზე, “ახალციხის ციხეზე” ნინო ჩხეიძე, მარიტა როხვაძე, სალომე ბაკურაძე და ირაკლი ნოზაძე იმღერებენ. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს DJ მარგო ლუჩკო.

“ორგანიზატორი ახალციხის მერიაა, მონაწილეებთან მოლაპარაკებები დასრულებულია, ერთ ლამაზ დღეს მოვუწყობთ ახალციხელებს. რა დაჯდება – ამას ჯერ ვერ გეტყვით. სავარაუდო თანხა ვიცით, თუმცა თავს შევიკავებ დასახელებისგან, სანამ ხელშეკრულებას არ გავაფორმებთ”, -აღნიშნა მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზაზა თამარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები