გიორგი გახარია სპორტსმენებს: თქვენ ამ ქვეყნის სახელს ქმნით, ამ საკმაოდ მწვავე პრობლემების წინ მდგარ რეგიონში – საოკუპაციო ხაზთან

“დიდი ქვეყნები ვერ იამაყებენ 21 მსოფლიო ჩემპიონით, 4 ოლიმპიური ჩემპიონით და 30 კაცზე მეტი ევროპის ჩემპიონით”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გორში, სპორტსმენებთან შეხვედრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა სპორტსმენებისგან სფეროში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და მათი მხრიდან გამოთქმულ ინიციატივებს გაეცნო.
„თქვენ ამ ქვეყნის სახელს ქმნით, თან ამ საკმაოდ მწვავე პრობლემების წინ მდგარ რეგიონში, საოკუპაციო ხაზთან. ისიც მესმის, რომ ეს დამატებით ემოციას და დამატებით ჟინს გაძლევთ იმისთვის, რომ ქვეყნისთვის მეტი იშრომოთ და იბრძოლოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ არის ის ღირსება, ის გულწრფელობა, რომლითაც თქვენს რეგიონს და ხალხს ემსახურებით”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები