შს მინისტრის მოადგილე ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებული პროექტის მმართველი საბჭოს წევრებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ჯავახაძე ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებული პროექტის მმართველი საბჭოს წევრებს შეხვდა. პროექტს – „პოლიციასა და საზოგადოებას შორის ნდობის გამყარება“ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ახორციელებს ორგანიზაცია “საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი”.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაში პროექტის განხორციელების პროცესში ჩართული, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების და “საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი” წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მათ განხორციელებული აქტივობები შეაჯამეს და სამომავლო პრიორიტეტული მიმართულებები განსაზღვრეს.
პროექტის მიზანია მოსახლეობასა და პოლიციას შორის თანამშრომლობის გაღრმავება და მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
პროექტი მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და მის ფარგლებში განხორციელდა: ვიზიტები სკოლებსა და უნივერსიტეტებში, სოციალური აქტივობები, საზოგადოებრივი აზრის კვლევა, ასევე შემუშავდა მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის კომუნიკაციის სტრატეგია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები