ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით 23 648,2 ათასი ტონა ნავთობი გადაიზიდა

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ბაქო -თბილისი- ჯეიჰანის ნავთობსადენით 23 648,2 ათასი ტონა ნავთობის ტრანსპორტირება განხორციელდა. ამავე პერიოდში ბთჯ-ს მეშვეობით 3 431,4 ათასი ტონა ტრანზიტული ნავთობი გადაიქაჩა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 28 %-ით ნაკლებია.
მთლიანად მიმდინარე წლის 9 თვეში ნავთობსადენების მეშვეობით აზერბაიჯანიდან 29 381, 8 ათასი ტონა ნავთობის ტრანსპორტირება განხორციელდა. ბაქო-თბილისი -ჯეიჰანის ნავთობსადენის გარდა აზერბაიჯანული ნავთობის ტრანსპორტირება ბაქო-სუფსას და ბაქო ნოვოროსიისკის ნავთობსადენებით ხდება. აზერბაიჯანიდან ტრანსპორტირებული ნავთობის 80.5 % ბაქო -თბილისი – ჯეიჰანის ნავთობსადენზე მოდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები