შალვა თადუმაძე: “დიდოსტატის მარჯვენა”, ასეთი ნაწარმოები არ არსებობს, კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა “დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა”

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ, პროკუროთა კონფერენციაზე კოლეგებს მიმართა და აღნიშნა, რომ თუკი მათ წარმატების გზაზე ვინმე ფსევდოინტელექტუალი “დიდოსტატის მარჯვენას” ავტორს ჰკითხავს, ასეთი ნაწარმოები არ არსებობს, რადგან კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა “დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა”.

“ჩემი გამოცდილებით გეტყვით, შეიძლება ვინმე ფსევდოინტელექტუალმა გკითხოთ, მაგრამ “დიდოსტატის მარჯვენა” ისეთი ნაწარმოებია, არ არსებობს, კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა “დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა”. ამიტომ მე გისურვებთ წარმატებებს, შეგიძლიათ დღეს მაქსიმალურად ჩართულობა გამოავლინოთ და მთლიანად საქართველოს პროკურატურას სამომავლოდ ვუსურვებ წარმატებებს,”-აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები