კამპანია „გაატარე ოთხი სეზონი საქართველოში“ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სპეციალური სტუმარი იქნება

კამპანია Spend 4 Seasons in Georgia („გაატარე ოთხი სეზონი საქართველოში“) ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ორგანიზატორებისგან სპეციალური მიწვევა მიიღო.
კამპანია Spend 4 Seasons in Georgia-ს ინფორმაციით, 16-20 ოქტომბერს, კამპანიის შემქმნელები, საქართველოს მსოფლიოში ყველაზე გავლენიან და მასშტაბურ გამოფენაზე და წიგნის ყველაზე დიდ ბაზრობაზე წარდგებიან.
საქართველოს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე განსაკუთრებული საგამოფენო სივრცე დაეთმობა, სადაც კამპანიის იდეის ავტორები ქართულ საიმიჯო პროდუქციას: საინფორმაციო მასალებს, ქართულ პროდუქტს და კულინარიულ ნიმუშებს წარადგენენ.
კვირეულის ფარგლებში, კამპანია 19 ოქტომბერს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის აუდიტორიას ჯგუფის შექმნის იდეას გააცნობს და სპეციალურად ამ პრეზენტაციისთვის, FOR U მულტიმედია ჯგუფთან ერთად შექმნილ ვიდეოკლიპს წარუდგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები