„ბეთლემის უბნის ფესტივალი – 2019“ – ორი ფილმის ჩვენება გაიმართება

21 ოქტომბერს, 19:30 საათზე, ბეთლემის უბანში, ბეთლემის აღმართის ქუჩა-კიბეზე ძველ თბილისურ გარემოში, ICOMOS საქართველოს ორგანიზებით, ფილმების ჩვენება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ღონისძიების „ბეთლემის უბნის ფესტივალი – 2019“ ფარგლებში, ორი ფილმის ჩვენება იგეგმება:
ხოსე მაჯინერეს ფილმი;
„ჩემი ბეთლემი“ – მოზარდების მიერ გადაღებული ფილმი.
„გაინტერესებს როგორია ძველი თბილისის „ადგილის სული“?  მოდი და გაეცანი ბეთლემის უბნის დიდ ოჯახს, მათ ისტორიებს“… – აცხადებენ ორგანიზატორები.
დასწრება თავისუფალია.

მის: ბეთლემის აღმართი 16ბ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები