საბავშვო ბაღი 2 აღსაზრდელით –  სოფელი ნაცული დაცლის საშიშროების წინაშეა

სოფელი ნაცული ლენტეხის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფელია და  ზღვის დონიდან 1450 მეტრზე მდებარეობს, იგი მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა სანაპიროზეა და ლენტეხის ცენტრიდან 39 კმ- ით დაშორებული. სოფელში ერთი საბავშვო ბაღია.

როგორც “რეგიონული კვირისთვის“ გაცხდა ცნობილი, ნაცულის საბავშვო ბაღში სულ 2 ბავშვი და  5 თანამშრომელია.

ადგილზე მისულებს, მხოლოდ ერთი ბავშვი  დაგვხვდა, რომელიც მზარეულთან ერთად თამაშობდა.

როგორც  ბაღის გამგე, ესმა ონიანი ამბობს, ბაღი ერთი წლის წინ გარემონტდა და ყველა საჭირო ინვენტარითაც მოეწყო.

მისივე თქმით, ბაღში ყველა პირობაა ბავშვებისთვის იდეალური გარემოს შესაქმენლად.

“არ გვაქვს არანაირი პრობლემა, გვაქვს კეთილმოწყობილი ბაღი, რომელიც ერთი წელია გაარემონტეს, საუკეთესო კვება, მოწესრიგებული სველი წერტილები, წყალი, გათბობა, ზამთრის შეშაც  უკვე დავამზადეთ“- აცხადებს ესმა ონიანი.

სოფელი ადრე მრავალრიცხოვანი იყო, შემდეგ ნელ- ნელა დაიცალა, რადგან არსებული  საცხოვრებელი პირობების და ინფრასტრუქტურის გამო ახალგაზრდები მას მასობრივად  ტოვებენ.

ბაღის დამლაგებელი, მარინე ნიჟარაძე გულისტკივილით აღნიშნავს, რომ გასულ წლებში 5 ბავშვი მაინც ჰყავდათ, მომავალ წელს კი საერთოდ არავის ელოდებიან.

“ახალგაზრდები აღარ ცხოვრობენ აქ შვილო , რომ დაქორწინდნენ და ბავშვები გაუჩნდეთ, ვინც აქაა, ისინიც გაქცევაზე არიან, 4 წელია გზას ვითხოვთ და საშველი არ დაგვადგა, კეთილმოწყობილი ბაღი კი  კარგია, მაგრამ ბავშვების გარეშე აბა რა ფასი აქვს“- ამბობს მარინე ნიჟარაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები