რომში ე.წ. სამხრეთ ოსეთის „წარმომადგენლობის“ ოფისი დაარბიეს

რომში ე.წ. სამხრეთ ოსეთის „წარმომადგენლობის“ ოფისში მინები ჩაამსხვრიეს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სიმბოლიკიანი“ დაფა ჩამოხსნეს.

ამის შესახებ ინფორმაცია ე.წ. საგარეო უწყების პრესსამსახურმა გაავრცელა.

მათი ინფორმაციით, შემთხვევაში 15 ოქტომბერს მოხდა, „სავარაუდოდ ქართული ეროვნების ელემენტებმა ვანდალური აქტი ჩაიდინეს“.

26 ოქტომბერს ახალი დაფის ჩამოკიდების ცერემონია გაიმართება. დე ფაქტო უწყება მომხდარს პროვოკაციას უწოდებს.

რომში ე.წ. სამხრეთ ოსეთის „წარმომადგენლობა“ 2016 წლის აპრილში გაიხსნა და კერძო სახლშია განთავსებული.

იტალია პირველი ქვეყანაა, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს, თუმცა „წარმომადგენლობის გახსნის“ ნებართვა გასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები