დავით მათიკაშვილი – ჯარიმების შემცირებაზე: სახელმწიფო ადგენს ისეთ განაწესებს, რომელიც წაადგება საზოგადოებას ნაკლები ჯარიმების გადახდის კუთხით

“სახელმწიფო ადგენს ისეთ განაწესებს, რომელიც წაადგება საზოგადოებას ნაკლები ჯარიმების გადახდის კუთხით,”- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების შემცირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

“ვხედავთ, რომ გაზრდილი ჯარიმების მიუხედავად, ავტოსატრანსპორტო შემთხვევების სტატისტიკა არ მცირდება. ამ შემთხვევაში, სახელმწიფო ერევა ასეთ მოცემულობაში და ადგენს ისეთ საკანონმდებლო განაწესებს, რომელიც მეტად წაადგება საზოგადოებას, როგორც ნაკლები ჯარიმების გადახდის კუთხით, ასევე არ დაკარგავს პრევენციულ მნიშვნელობას”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების შემცირების ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს დაჩქარებული წესით მიმდინარე კვირას მიიღებს.
ახალი წესით, 15-დან 30 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება, 100 ლარის ნაცვლად 50 ლარით დაჯარიმდება. 40-დან 50 კმ/სთ-მდე გადაჭარბება კი – 300 ლარიდან 100 ლარამდე შემცირდება. უცვლელი რჩება მკაცრი სანქცია 50 კმ/სთ-ზე მეტით სიჩქარის გადაჭარბებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები