ნინო წილოსანი – ოპოზიციაზე: ნებისმიერი ახლად მოსული თუ გალიდერებული “ნაცმოძრაობის” სახე გააგრძელებს იმ ბოროტმოქმედებას, რომელსაც ეს პარტია საქართველოს წინააღმდეგ აკეთებდა
“ნებისმიერი ახლად მოსული თუ გალიდერებული “ნაცმოძრაობის” სახე გააგრძელებს იმ ბოროტმოქმედებას, რომელსაც ეს პარტია საქართველოს წინააღმდეგ აკეთებდა,”- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა განაცხადა.
“სასაცილო და ამაზრზენია ის სიტუაცია, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობაშია”. ნამდვილად მეცოდება ამ პარტიის ამომრჩეველი, თუკი შერჩა ვინმე, რომ ამ მასკარადს უყურებს. არ იცვლება ამ პარტიის მავნებლური მიზნები. ნებისმიერი ახლად მოსული თუ გალიდერებული “ნაცმოძრაობის” სახე გააგრძელებს იმ ბოროტმოქმედებას, რომელსაც ეს პარტია საქართველოს წინააღმდეგ აკეთებდა”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.