ბათუმში სპორტული კომპლექსის მშენებლობა მალე დასრულდება

ბათუმში სპორტული კომპლექსის მშენებლობა მალე დასრულდება.

ამ ეტაპზე, სპორტული კომპლექსის გადახურვითი სამუშაო მიმდინარეობს.

პარალელურ რეჟიმში, ხდება შენობის ფასადის მოპირკეთება. უხლოეს პერიოდში დასრულდება შიდა სარემონტო და კოსმეტიკური სამუშაოები. შენობა აღიჭურვება საჭირო ინვენტარით. დარბაზების საერთო ფართი 10240 მ2-ია. მშენებარე კომპლექსის ერთიან სივრცეში განათავსდება სპორტულ ტანვარჯიშის, სპორტულ ცეკვების, ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობის, ქართულ საბრძოლო ხელოვნების, კრივის, ტაეკვანდოს, ჭადრაკისა და კალათბურთის სექციები.

კომპლექსს 3 400 ადამიანზე გათვლილი ტრიბუნა ექნება. ბათუმის ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობისთვის 62 000 000 ლარია გამოყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები