ირაკლი გოგოლაურის ხუთტომეულის წარდგენა გაიმართება

16 ოქტომბერს, 18:30 საათზე, მწერალთა სახლში ირაკლი გოგოლაურის ხუთტომეულის წარდგენა გაიმართება.
„ირაკლი გოგოლაური მრავალმხრივ  საინტერესო და მოღვაწე ადამიანი იყო, მეცნიერი, მკვლევარი და შემოქმედი, რომელმაც ზღვა მასალა დატოვა.
ამ მასალებს უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე გამოსცემდა მისი ქალიშვილი, თამილა გოგოლაური.
დაინტერესებული საზოგადოება თანამიმდევრობით გაეცნო “ფრაგმენტებს დღიურებიდან”(წიგნი I), “ფშაურ პოეტურ ფოლკლორს” (წიგნი II), “ფშაურ ხმითნატირლებს და მთიბლურებს”, (წიგნი III) “წერილებს ფშავზე” (წიგნი IV) და „ფშავი-პოეზიის აკვანი“ (წიგნი V).
ფშავის, მისი ისტორიის, ფოლკლორის, პოეზიის და ირაკლი გოგოლაურის პოეტური ნიჭის თაყვანისმცემლებს გიწვევთ დასრულებული ხუთტომეულის და ირაკლი გოგოლაურის პოეტური კრებულის წარდგინებაზე“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები