თურქეთის პრეზიდენტი რუსეთში ჩადის – პუტინი და ერდოღანი სირიის საკითხს განიხილავენ

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოქტომბრის ბოლოს რუსეთს ვიზიტით ეწვევა.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, ერდოღანი ვიზიტის ფარგლებში სირიის საკითხს განიხილავს.

ერდოღანი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიწვევით ჩადის.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 9 ოქტომბერს სირიის ჩრდილოეთით ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ დაიწყო.

აშშ-მა კი, რომლებიც ქურთების დახმარებით სირიაში „ისლამურ სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძოდა და ქურთების მოკავშირედ ითვლებოდა, სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე სირია დატოვა.

ქურთებმა კი, აღნიშული ნაბიჯი „ღალატად“ შეაფასეს და თურქეთისგან დაცვის თხოვნით ბაშარ ასადს მიმართეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები