გოდერძი ჩოხელისადმი მიძღვნილი სახალხო დღეობა გაიმართება და მუზეუმი გაიხსნება

19 ოქტომბერს, სოფელ ჩოხში ტრადიციულად გაიმართება გუდამაყრელი მწერლის, სცენარისტის, კინორეჟისორის, არაერთი პრიზის და ჯილოს მფლობელის, გოდერძი ჩოხელის დაბადების დღისადმი მიძღვნილი სახალხო დღეობა.
როგორც „კვირას“ დუშეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, მწერლისა და რეჟისორის 65-ე იუბილეზე სხვა ღონისძიებებთან ერთად დაგეგმილია მუზეუმის გახსნა.
ღონისძიებების განრიგი:
13:00 სთ – მუზეუმის შენობის გახსნა და მისასალმებელი სიტყვა: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სოზარ სუბარი, საქართველოს პარლამენტის წევრი ერეკლე ტრიპოლსკი, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი.
13:30 სთ – კონცერტი ადგილობრივი და მოწვეული ანსამბლების შესრულებით, რომელსაც გაუძღვება ჟურნალისტი გოდერძი შარაშია;
გოდერძი ჩოხელის ცხოვრების და შემოქმედების ამსახველი ფოტოგამოფენა.
მსახიობების, მწერლების, კინომცოდნეების მოგონებები გოდერძი ჩოხელის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე;
დოღი ახალგაზრდების მონაწილეობით;
ტრადიციული სამზარეულოს ჩვენება – დეგუსტაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები