„ახალგაზრდების თვალით დანახული აბრეშუმის გზა“ – ღია ფოტოკონკურსი ცხადდება

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO) პროექტის „აბრეშუმის გზა – დიალოგი, მრავალფეროვნება და განვითარება“  ფარგლებში, აცხადებს ღია ფოტოკონკურსს – „ახალგაზრდების თვალით დანახული აბრეშუმის გზა“.
წლევანდელი კონკურსის მთავარი თემაა – „აღმოაჩინე აბრეშუმის გზა“. ნამუშევრები თემატურად უნდა მოიცავდეს აბრეშუმის გზის ქვეყნების სამზარეულოს და კვების მრეწველობის, ტრადიციული სპორტის და თამაშების, მუსიკისა და ცეკვის მიმართულებებს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 14-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს ორ ასაკობრივ კატეგორიად, 14-დან 17 წლამდე და 18-დან 25 წლამდე.
ნამუშევრების მიღება წარმოებს 2020 წლის 6 იანვრის ჩათვლით.
დეტალური ინფორმაცია კონკურსისა და მასში მონაწილეობის პირობების შესახებ განთავსებულია შემდეგ ბმულებზე:
https://unescosilkroadphotocontest.org
https://en.unesco.org/…/participate-youth-eyes-silk-roads-p…

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები