ეკა ბესელიას განცხადებით, ირაკლი კობახიძე გიორგი კვირიკაშვილის შესახებ ბიძინა ივანიშვილთან ტყუილებს ჰყვებოდა და ყოფილი პრემიერის ზურგს უკან ნეგატიური ველის შექმნას ცდილობდა

0

მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილი აქტიურად აღარ იყო ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და დისტანცირებული იყო – დაბრუნებამდე ვამბობ – ერთ-ერთი ცუდი როლის შემსრულებელი, ტყუილების მიტან-მოტანაში იყო ირაკლი კობახიძე, რომელსაც დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა გიორგი კვირიკაშვილთან, სულ ცდილობდა მის ზურგს უკან ნეგატიური ველის შექმნას, – ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. .

ეკა ბესელიას თქმით, ირაკლი კობახიძე „ტყუილების დიდოსტატია“ . მისივე თქმით, ის რომ ირაკლი კობახიძე გიორგი კვირიკაშვილთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილთან ტყუილებს ყვებოდა, მისთვისაც მოგვიანებით გახდა ცნობილი.

„კობახიძის დამსახურებაა ის, რომ მისი მხრიდან ძალიან არაჯანსაღი ვითარება იყო შექმნილი ყოფილი პრემიერის კვირიკაშვილის მიმართ. ვინც „ქართულ ოცნებაში“ დარჩა არ იტყვიან, მაგრამ ვინც „ქართული ოცნება“ დატოვა, ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, ყველა გეტყვით ერთ რამეს, რომ კობახიძეს არის მატყუარა. ეს ბიჭი ისე იტყუება, რომ თვალს არ ახამხამებს – იმდენ ტყუილს ჰყვებოდა გიორგი კვირიკაშვილთან დაკავშირებით ივანიშვილთან. ეს ჩვენ ცოტა მოგვიანებით გავიგეთ. სამწუხაროდ, მეც მაშინვე არ მქონდა ეს ინფორმაცია, იმიტომ, რომ ასეთი თემებით არც დაკავებული ვიყავი და არც ამის დრო მოქონდა. მოგვიანებით, როცა შიგნით გაჩნდა გარკვეული დაძაბული კერები სრულიად განსხვავებული მენტალობის ადამიანების გამო, კვირიკაშვილი ძალიან ცდილობდა, როგორც პრემიერი და პარტიის თავმჯდომარე, რომ დაელაგებინა და დაებალანსებინა დაძაბულობა. მას მართლა ჰქონდა გავლენა და ავტორიტეტი უმრავლესობაში, რომ უფრო მშვიდი პროცესი ყოფილიყო“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი