ანსამბლი „დიდგორი“ ლატვიაში საკონცერტო ტურნეს გამართავს

16 ოქტომბერს, მგალობელ-მომღერალთა გუნდი „დიდგორი“ ლატვიაში მიემგზავრება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ტურნეს ფარგლებში დიდგორი სამ ქალაქში (რიგა, სიგულდა, მაზსალაცა) კონცერტებს გამართავს ლატვიურ ანსამბლ „ერასთან“ ერთად.
17 ოქტომბერს ანსამბლი პირველ კონცერტს რიგაში, ფესტივალ „ა კაპელას“ ფარგლებში ჩაატარებს. 18 ოქტომბერს კი ქალაქ სიგულდაში გაიმართება დიდგორის კონცერტი. ტურნეს ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე მასტერკლასი.
20 ოქტომბერს ქალაქ მაზსალაცაში ანსამბლის ლატვიური ტურნე დასრულდება.
2017 წელს ანსამბლი „ერა“ სტუმრობდა საქართველოს და „დიდგორთან“ ერთად გამართა კონცერტები ბოლნისში, ამბროლაურში, ონსა და თბილისში.
დიდგორი წელს 15 წლის იუბილეს აღნიშვანს. ამ თარიღთან დაკავშირებით ანსამბლმა არაერთი ღონისძიება დაგეგმა და განახორციელა. მაისში მცირე შემადგენლობით „დიდგორი“ კანადაში გაემგზავრა 25 დღიან საკონცერტო ტურეში. 22 სექტემბერს ჩატარდა „დიდგორის“ საიუბილეო კონცერტი ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში, ფესტივალის „შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში. წლის ბოლოს, ფონდ „ქართული გალობის“ მხარდაჭრით  ახალი აუდიო ალბომის გამოცემა იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები