საარსებო მინიმუმი 189.9 ლარი გახდა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საარსებო მინიმუმის ოფიციალური მაჩვენებლები განაახლა. ახალი კალკულაციის მიხედვით, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი სექტემბერში 0.7 ლარით 189.9 ლარამდე გაიზარდა. ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 269.2 ლარი, სამსულიანის – 302.8 ლარი, ოთხსულიანის -336.5 ლარი, ხუთსულიანის კი 378.8 ლარს შეადგენს.

სექტემბერში ცხოვრების ღირებულება წინა თვესთან შედარებით გაიზარდა. ახალი დათვლით, ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი ახლა 378 ლარსა და 50 თეთრს შეადგენს, რაც წინა თვესთან შედარებით 1.5 ლარით მეტია. გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით კი – 39.4 ლარით მეტი.

ოფიციალური მეთოდოლოგიის თანახმად, ეს თანხა საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რათა ოჯახმა 30 დღის განმავლობაში ყველა ძირითადი ხარჯი გაისტუმროს და ამასთანავე, თითოეულ წევრს ჰქონდეს დაბალანსებული კვება, ანუ მიიღოს ყველა ის საჭირო მინერალი და ნუტრიტი, რაც ჯანსაღი ცხოვრებისთვისაა აუცილებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები