თეა წულუკიანმა ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოთა იუსტიციის მინისტრების კონფერენციას სიტყვით მიმართა

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოთა იუსტიციის მინისტრების კონფერენციას სიტყვით მიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ “ადამიანის უფლებების დაცვაზე დაფუძნებული სამართლებრივი პოლიტიკა, კანონის უზენაესობისა და პირადი მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა ახალი ტექნოლოგიების ეპოქაში, კორუფციასთან წარმატებული ბრძოლა, ელ-მმართველობა, ღია და გამჭვირვალე მთავრობა, სერვისების ხელმისაწვდომობა, მათ შორის, მაღალმთიან და რაიონული ცენტრებისაგან მოშორებულ სოფლებში − ეს იმ მიღწევების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტერიალის მონაწილეებს ესაუბრა”.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ორგანიზებითა და საფრანგეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო ღონისძიებას 30-ზე მეტი ქვეყნის მთავრობების წარმომადგენლები, მათ შორის, 20 ქვეყნის იუსტიციის მინისტრები, ესწრებიან.

მინისტერიალი საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა ნიკოლ ბელუბემ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ლილიან მარი პასკემ და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარემ, ლინოს-ალექსანდერ სიცილიანოსმა გახსნეს.

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტისა და საფრანგეთის ორგანიზებით გამართული მინისტერიალი გუშინ გაიხსნა. მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმი მუშაობას, ერთობლივი დეკლარაციის მიღებით ხვალ დაასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები