„ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელზე, ჯემალ ჭკუასელზე დაწერილი წიგნის წარდგენა გაიმართება

15 ოქტომბერს, 19:00 საათზე, „ერისიონის“ დარბაზში, წიგნის – „ჯემალ ჭკუასელის“ წარდგენა გაიმართება.
ავტორ-შემდგენელია ეთერ თათარაიძე, რედაქტორი: ამირან არაბული.
წიგნი საქველმოქმედო ფონდ „ქართული გალობის“ მიერ „ქართული სიმღერის მოამაგეთა“ სერიით გამოქვეყნებული  ნაშრომია, რომელიც ჯემალ ჭკუასელს – ლოტბარს, სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელს წარმოგვიდგენს.
„მკითხველს ელის მოუწყინარი მოგზაურობა სამყაროში, რომლის ყოველი კუთხე-კუნჭული თვითნაბადი გურული იუმორის უშრეტი მადლით არის გაჯერებული.
წიგნში დიდბუნებოვანი ხელოვანის, როგორც თავად უწოდებს, „ნაცოდვილარ ლექსებსაც“ ვეცნობით და ვრცელ ავტობიოგრაფიულ ნარატივსაც, ცნობილი ქართველი პოეტების სალაღობო მიძღვნებსაც და მისი მეგობრებისა თუ „ერისიონისა“ და ოჯახის წევრების ღიმილისმომგვრელ მოგონებებსაც. აქვეა ნიშნეული ამონარიდები სამამულო და მსოფლიო პრესიდან, რეგალიების ჩამონათვალი და დიდძალი მასალიდან ამორჩეული ფოტოსურათები, წახნაგოვნებასა და ვიზუალურ განზომილებას რომ მატებენ მაღალპოლიგრაფიული დონის საინტერესო გამოცემას.
წიგნის წარდგენა გაიმართება“, – წერს რედაქტორი ამირან არაბული.

მის: რუსთაველის გამზირი № 16.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები