მერაბ კოსტავას ხსოვნის საპატივსაცემოდ გამოფენა გაიხსნება

16 ოქტომბერს, 11:00 საათზე,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მერაბ კოსტავას ხსოვნის საპატივსაცემოდ გამოფენა გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, 2019 წელს მერაბ კოსტავას დაბადებიდან 80, ხოლო გარდაცვალებიდან 30 წელი სრულდება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მერაბ კოსტავას ხელნაწერთა დედნები, პირადი ნივთები, წიგნები და მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები. წარმოდგენილ ექსპონანტთა უმეტესობას დამთვალიერებელი
პირველად იხილავს.

მისამართი: ჭავჭავაძის N1, თსუ პირველი კორპუსი, მუზეუმი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები