დავით უსუფაშვილი: ჩვენ პირველად გვაქვს ქვეყანაში ვითარება, როდესაც მოქმედ ხელისუფლებას ყოფილი ხელისუფლება პოლიტიკური რევანშით ემუქრება

0

ჩვენ პირველად გვაქვს ქვეყანაში ვითარება, როდესაც მოქმედ ხელისუფლებას ყოფილი ხელისუფლება პოლიტიკური რევანშით ემუქრება, – ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას შორის მომხდარ დაპირისპირებას “შენების მოძრაობის” თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი.

“ჩვენ პირველად გვაქვს ქვეყანაში ვითარება, როდესაც მოქმედ ხელისუფლებას ყოფილი ხელისუფლება ემუქრება პოლიტიკური რევანშით. ასეთი რამ ჯერ, საქართველოში არ მომხდარა ამ 30 წლის განმავლობაში. ამ პოლიტიკური რევანშის მუქარას, ბუნებრივია მოჰყვება იმ ტიპის განცდები, რომ იქნება სხვა ტიპის შურისძიებებიც. ეს, ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ, მაგრამ მე არა მგონია, რომ სწორი იქნება დღეს გამოცხადდეს, რომ ყველას ვისაც რაიმე დანაშაული ექნება ჩადენილი იქნება პატიებული”,- განაცხადა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიგა ბოკერიამ გუშინ, “მთავარ არხზე”, გადაცემა “მთავარ აქცენტებში”, განაცხადა, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ოპონენტების დევნა არ უნდა გაგრძელდეს. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კი “ევროპული საქართველოს” ლიდერის ეს განცხადება “ქართული ოცნების” ნარატივად აღიქვა.

კომენტარები

კომენტარი