დავით ბერძენიშვილი: არც ძველი მიდგომა – “ყველანი ციხეში” და არც “არავინ ციხეში” მიდგომა არ არის სწორი

“რესპუბლიკელების” წევრი დავით ბერძენიშვილი ევროპული საქართველოს” ლიდერ გიგა ბოკერიას მიერ ტელეკომპანია “მთავარი არხის” ეთერში გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება, რომლის მიხედვითაც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ის მასობრივი პოლიტიკური დევნის და ივანიშვილის გასამართლების წინააღმდეგია.

ბერძენიშვილის თქმით, არც ძველი მიდგომა – “ყველანი ციხეში” და არც “არავინ ციხეში” მიდგომა არ არის სწორი.

“არც მაშინ იყვნენ მართლები, როცა ამბობდნენ – “ყველანი ციხეში” და არც ახლა არის სიმართლე, რომ – “არავინ ციხეში”, წინასწარ მოქმედ ხელისუფლებას უთხრა, რომ თქვენ, პოლიტიკური კლასი, არ აგებთ პასუხს, მიმაჩნია, რომ არ არის ზუსტი, თორემ პოლიტიკური ანგარიშსწორებისგან თავისუფალი უნდა იყოს ხელისუფლების ცვლილება”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა “რუსთავი 2”-თან ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები