იაპონიაში ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 47-მდე გაიზარდა

იაპონიაში ტაიფუნ „ხაბისის“ მიერ გამოწვეული წყალდიდობის და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 47-მდე გაიზარდა.

სააგენტო „კიოდოს“ ინფორმაციით, 15 ადამიანი დაკარგულად ითვლება, დაშავებულთა რაოდენობა 200-მდე გაიზარდა.

130 ათასი სახლი წყლის გარეშეა დარჩენილი, 4,3 ათას აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

„ხაგიბისი“იაპონიის ჰონსიუს კუნძულს 12 ოქტომბერს დაატყდა. ტაიფუნის შედეგად 20-მდე მდინარე ადიდდა.
ტოკიოს ჩრდილოეთით მდებარე „ნიკოს“ ტურისტულ რაიონამდე მისასვლელი ჩქაროსნული მატარებლის მოძრაობა ეტაპობრივად განახლდება. ამასთან „ნრიტას“ აეროპორტში ავიარეისების შესრულება ფერხდება.
პოლიცია, სახანძრო სამსახური 11 პრეფექტურაში სამძებრო სამუშაოებს განაგრძობს.
სტიქიის შედეგად დაზარალებული რაიონების ათასობით ადამიანი საევაკუაციო ცენტრებში რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები