ემუქრება თუ არა საფრთხე სირიაში მცხოვრებ სომხურ თემს – სომეხი ექსპერტი რეგიონში ვითარების შესაძლო ესკალაციაზე საუბრობს

საგანგაშოა ის ფაქტი, რომ თურქეთმა აშშ-ისგან და რუსეთისგან სირიაში აგრესიული ქმედებების განხორციელებისთვის ნებართვა მიიღო, თურქული აგრესია რეგიონში დაძაბულობის ესკალაციის მიზეზი შეიძლება გახდეს.

ამის შესახებ სომხეთის აღმოსავლეთმცოდნეობის ეროვნული აკადემიის დირექტორმა რუბენ საფრასტიანმა განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთის ჯარი და მათი მოკავშირეები, რომლებიც სირიის რადიკალურ ოპოზიციას წარმოადგენენ, მასობრივი მკვლელობით არიან დაკავებული, საუბარია ასობით დაღუპულზე.

„ეს არის ოპერაცია, რომელიც გამოიწვევს მძიმე ჰუმანიტარულ შედეგს. გვაქვს ინფორმაცია, რომ რეგიონიდან სომეხი ოჯახების ევაკუაცია მიმდინარეობს. როგორც ვიცით, სომხეთის მოსახლეობა ეს-კამიშლიშია, ჯერჯერობით მათ თურქების იერიში არ შეხებიათ, მაგრამ, დიდი ალბათობით, უახლოეს დღეებში, ასეც მოხდება“,-აღნიშნა ექსპერტმა.

კითხვაზე, შექმნილი ვითარება რა გავლენას მოახდენს სომხურ თემზე, იმის გათვალისწინებით, რომ სამხედრო ოპერაციაში აზერბაიჯანსაც სურს ჩაბმა, რუბენ საფრასტიანი ამბობს, რომ „იმის მიუხედავად, მიიღებს თუ არა პროცესში მონაწილეობას აზერბაიჯანი, ის რაც იქ უკვე ხდება, ადგილობრივი მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველია. არ მგონია რომ აზერბაიჯანი ამაში ჩაერთოს, რადგან მათი მონაწილეობა არაფერს შეცვლის. აუცილებელია, ვიყოთ მზად, რომ საჭიროების შემთხვევაში, ჩვენს თანამემამულეებს დავეხმაროთ, გადავიყვანოთ ისინი სირიის სხვა რეგიონებში, ან სომხეთში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები