ჯანდაცვის სამინისტროსთან დევნილების აქცია გრძელდება

თითქმის ერთი თვეა, რაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან აფხაზეთიდან დევნილი პირების აქცია გრძელდება, ისინი დროებითი საცხოვრებელი ფართით ან ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები ასევე ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ და იმ შემთხვევაში, თუ სამინისტრო მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, შიმშილობის განახლებასა და სასამართლოში ჩივილს გეგმავენ.
ჯანდაცვის სამინისტრომ ამ დრომდე 2 დევნილი ოჯახი დააკმაყოფილა საცხოვრებელი ფართით, რის გამოც აქციის მონაწილეები კორუფციულ გარიგებაზეც საუბრობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები