მიმდინარე კვირას პარლამენტში დავით ზალკალიანს მოუსმენენ

მიმდინარე კვირას პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს მოუსმენენ. საგარეო უწყების ხელმძღვანელი საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფარგლებში მივა.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის თქმით ზალკალიანი საგარეო სფეროში არსებულ ვითარებაზე ისაუბრებს.
“ზალკალიანი ისაუბრებს საგარეო სფეროში არსებულ ვითარებაზე და, ბუნებრივია, იქნება ბევრი კითხვა, რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკას ეხება. რა თქმა უნდა, იქნება კითხვები მის შეხვედრაზე ლავროვთან, ასევე აზერბაიჯანში, დავით გარეჯის თემაზე“, – განაცხადა კახიანმა.
ზალკალიანთან კითხვები აქვთ როგორც ოპოზიციის, ისე უმრავლესობის წარმომადგენლებს. დეპუტატების ძირითადი კითხვები სერგეი ლავროვთან შეხვედრასა და დავით გარეჯის საკითხს შეეხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები