მარინა კახიანთან შეხვედრა/მასტერკლასი გაიმართება

30 ოქტომბერს, 19:00 საათზე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, დ. ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრში,  მსახიობ მარინა კახიანთან შეხვედრა/მასტერკლასი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, საღამო „შეხვედრები თეატრალურში” ციკლის ფარგლებში თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძის ორგანიზებით ჩატარდება.
საღამოს გაუძღვება ნიკოლოზ წულუკიძე.
დასწრება თავისუფალია!
მისამართი: შოთა რუსთაველის გამზ. №19, აუდიტორია №1.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები