“C ჰეპატიტის მიკრო-ელიმინაცია აივ/შიდსით ავადმყოფებში” – კონფერნციაზე, მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას 

საქართველოს შიდსის ასოციაციისა და ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის ორგანიზებით, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” 14-15 ოქტომბერს საერთაშორისო კონფერენცია “C ჰეპატიტის მიკრო-ელიმინაცია აივ/შიდსით ავადმყოფებში” გაიმართება.

საქართველოს შიდსის ასოციაციისა და ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის ინფორმაციით, კონფერენციაში დარგის ქართველ სპეციალისტებთან და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები. მათ შორის ევროპის შიდსის კლინიკური საზოგადოების პრეზიდენტი, პროფესორი იურგენ როქსტრო, ევროპის ღვიძლის შემსწავლელი ასოციაციის ღვიძლის საერთაშორისო ფონდის თავმჯდომარე, პროფესორი მასიმო კოლომბო, ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორი ფრანჩესკო ნეგრო, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენლები და დელეგატები აღმოსავლეთ ევროპისა და ენტრალური აზიის რეგიონიდან.

როგორც საქართველოს შიდსის ასოციაციისა და ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის წარმომადგენლები აცხადებენ, აღნიშნული კონფერენცია ხელს შეუწყობს აივ/შიდსისა და C ჰეპატიტების დარგების შემდგომ განვითარებას ზოგადად და კერძოდ აივ/შიდსით ავადმყოფებში C ჰეპატიტის მიკროელიმინაციის მიმართებაში. ასევე, ეს შეხვედრა მნიშვნელოვნად დაეხმარება ელიმინაციის სამიზნეების მიღწევას, როგორც საქართველოში, ასევე მთლიანად აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

საქართველომ ჯერ კიდევ 2011 წლიდან უზრუნველყო უნივერსალური ხელმისაწვდომობა C ჰეპატიტის მკურნალობაზე ყველა აივ/C ჰეპატიტით კო-ინფიცირებული პაციენტისათვის. სადღეისოდ, ქვეყანას ერთი ნაბიჯი აშორებს გამოვლენილ აივ/შიდსით პაციენტებში C ჰეპატიტის ელიმინაციის მიღწევამდე, რაც საერთაშორისო დონეზე უნიკალური მიღწევაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები