„გირგვლიანის მკვლელობაში პრემია რამდენი აიღე?“

   მსახიობი ბესო ზანგური სოციალურ ქსელ Youtube-ზე გავრცელებულ სკანდალური ვიდეოჩანაწერის გამო აღშფოთებას გამოთქვამს და საზოგადოებას გახმაურებულ საქმეებს ახსენებს. ზანგური ბუტა რობაქიძის, გამცემლიძის, ვაზაგაშვილის და გირგვლიანის მკვლელობაში ვანო მერაბიშვილს ადანაშაულებს.
”აბსოლუტურად დავკარგე სახე. ასე უგულოდ, ღიმილით რამდენი გვამი მოუთხოვია? – ეს წარმოვიდგინე და სრულ სიგიჟემდე მივედი! უფალმა ნათელში ამყოფოს ყველას სულები, რომელიც ამ ნაგვის გამო მოკლეს და აწამეს! ბოზი ყველაზე უწყინარი სიტყვაა, რაც შეიძლება მას უწოდო, მე კიდევ მინდა გავუმეორო ბოროტების ხერხემალს შეკითხვა: – გირგვლიანის მკვლელობაში პრემია რამდენი აიღე, შე ბოზანდარავ! მისი შექმნილი სისტემის მსხვერპლია ყველა – ბუტა რობაქიძე, გამცემლიძე, ვაზაგაშვილი, გირგვლიანი და ყველა! აბა ეგ იყო მათი ანუ ნაციონალების ხერხემალი და ამას თვითონაც ადასტურებენ! გუშინ ჩემი რეაქცია იყო ისეთივე, რაც ციხის კადრებზე მქონდა, აბსოლუტურად დავკარგე სახე. ასე უგულოდ, ღიმილით რამდენი გვამი მოუთხოვია? – ეს წარმოვიდგინე და სრულ სიგიჟემდე მივედი! უფალმა ნათელში ამყოფოს მათი სულები, ვინც ამ ნაგვის გამო მოკლეს და აწამეს“!- აცხადებს მსახიობი ბესო ზანგური გაზეთ „კვირის პალიტრასთასთან“ საუბრისას. შეგახსენებთ, რომ 29 იანვარს, საღამოს სოციალურ ქსელ Youtube-ზე სკანდალური ვიდეოჩანაწერი გავრცელდა, სადაც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი სპეცოპერაციის დროს სამხედრო მოსამსახურეებს „ორი გვამის“ მიტანას სთხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები