ხულოში მოღვაწე 74 პენსიონერ პედაგოგს მადლობის სიგელები გადაეცათ

მასწავლებელთა საერთაშორისო დღის კვირეულის ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტში პენსიონერ პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა.

ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისთვის 74 მასწავლებელს მადლობის სიგელი გადასცეს.

“მასწავლებლობა საპატიო, საპასუხისმგებლო და ღირსეული პროფესიაა. უდიდესია მათი დამსახურება ჩვენი ქვეყნისა და ერის წინაშე. ჩვენმა პედაგოგებმა უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს სოფლის, რაიონისა და ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში. მინდა ჩემი დიდი პატივისცემა გამოვხატო ჩვენი გამორჩეული პედაგოგების მიმართ“- განაცხადა პედაგოგებთან შეხვედრისას  ხულოს მერმა, ვახტანგ ბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები