პუტინი: თურქეთის სამხედრო ოპერაცია შესაძლოა ასობით ტერორისტის სხვა ქვეყნებში გაქცევის მიზეზი გახდეს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დსთ-ს ქვეყნების სპეცსამსახურების ძალისხმევის მობილიზების წინადადებით გამოვიდა, იმ შემთხვევისთვის, თუ სირიიდან ტერორისტები სხვა ქვეყნების ტერიტორიებზეც მოხვდებიან.

მისი თქმით, თურქეთის სამხედრო ოპერაცია, შესაძლოა, ასობით ტერორისტის გაქცევის მიზეზი გახდეს.

„ეს ყველა ჩვენგანისთვის რეალური საფრთხეა. როგორ და სად იმოძრავებენ ისინი? თურქეთის ტერიტორიის გავლით, სხვა ქვეყნების ტერიტორიის, სირიის სიღრმეში შევლენ, ერაყის თუ სხვა რეგიონებისა და ქვეყნების გავლით?- მიმართა პუტინმა კითხვით დსთ-ს ქვეყნების ლიდერებს აშხაბადში გამოსვლის დროს.

ვლადიმირ პუტინის თქმით, ამ პრობლემასთან გასამკლავებლად საჭიროა დსთ-ს ქვეყნების სპეცსამსახურების რესურსის მობილიზება.

ამასთან, რუსეთის ლიდერმა ეჭვი გამოთქვა, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალები დაკავებული ტერიტორიების კონტროლს ქვეშ აყვანას მოკლე დროში შეძლებენ.

„სირიის ჩრდილოეთით ისეთი ზონებია, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებია თავმოყრილი. ისინი ამ დრომდე ქურთთა ფორმირებების მიერ იყო დაცული. ახლა კი, იქ თურქული ჯარი შედის, ქურთები კი ბანაკებს ტოვებენ“,-აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, ტერორისტებმა, შესაძლოა, „უბრალოდ გაიფანტონ“. მათ შეუძლიათ საყრდენი პუნქტები შექმნან ბალკანეთზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, დსთ-ს სამხრეთ მხარეში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები