თბილისში, შარდენზე, ქართული ღვინის ფესტივალი მესამედ გაიმართება

12 ოქტომბერს, 12:00 – 19:00 საათზე, უკვე მესამედ, შარდენზე, „ქართული ღვინის ფესტივალი – 2019“ გაიმართება.
allwine.ge-სა და “მეიდან ჯგუფის” ორგანიზებით, ქართული ღვინის მწარმოებლები, მცირე, საშუალო და დიდი მეღვინეები ფესტივალის სტუმრებს საკუთარ ღვინოებს წარუდგენენ.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ,  ფესტივალზე ყველას ელოდება: ღვინის დეგუსტაცია, გამოფენა-გაყიდვა, უნიკალური სახეობის ყველი, საუკეთესო ჩურჩხელა და ჩირი, ქართული ფოლკლორი, თეატრალური წარმოდგენები, გრანდიოზული ფოიერვერკი, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები და მხიარულება.

მისამართი: შარდენი, სიონის ქუჩა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები