მანჩესტერში დანით შეიარაღებული კაცი სავაჭრო ცენტრში ხალხს თავს დაესხა – არიან დაშავებულები

მანჩესტერის ცენტრში მდებარე სავაჭრო ცენტრ „არნდალში“ დანით შეიარაღებული კაცი ხალხს თავს დაესხა, რომლის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.
სავაჭრო ცენტრიდან ხალხი ევაკუირებულია, შესასვლელთან ტრამვაის მოძრაობა შეჩერებულია.
მომხდარს პოლიციის კონტრტერორისტული ქვედანაყოფის ოფიცრები იძიებენ.
თავდამსხმელი დაკავებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები