მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მფლობელი ცნობილია

მშვიდობის დარგში 2019 წლის ნობელის პრემია ეთიოპიის პრემიერ-მინისტრს აბი აჰმედ ალის გადაეცა, რომელმაც ერითრეის სასაზღვრო კონფლიქტის მოგვარებას შეუწყო ხელი.
მშვიდობის დარგში ჯილდო ნობელის პრემიის ხუთი ნომინაციიდან ერთ-ერთია.
ამჟამად უკვე ცნობილია მედიცინის, ფიზიკის, ქიმიის და ლიტერატურის დარგში გამარჯვებულები.
ჯილდოს გადაცემის ცერემონია, ტრადიციულად 10 დეკემბერს გაიმართება.
წელს საპრიზო ფონდი 900 ათასამდე დოლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები